გაერთიანებული ოპოზიციის შტაბის ხელმძღვანელის, გიორგი ვაშაძის თქმით, პოლიტიკური გაერთიანება „ძალა ერთობაშია“ ხელისუფლებაში მოსასვლელად ემზადება.
ვაშაძემ არ დააკონკრეტა, რას აპირებს გაერთიანებული ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის დღეს, 16 დეკემბერს, თუმცა განაცხადა, რომ ოპოზიციას გამარჯვების მოსაპოვებლად მწყობრი გეგმა გააჩნია.
„ჩვენ გვაქვს ძალიან მაგარი და ფანტასტიური გეგმები. მხარს გვიჭერს საქართველოს მოსახლეობის აქტიური ნაწილი, რომელმაც წნეხის და დაშინების მიუხედავად, ეს არჩევანი გააკეთა. ეს არჩევანი იყო საფუძველი იმის, რომ ვემზადებით ხელისუფლებაში მოსასვლელად. უბრალოდ, დროის საკითხია, თუ რამდენ ხანში მოხდება ეს.
თქვენ წინაშე დგას საქართველოს მომავალი მთავრობა. 16 დეკემბერს რას ვაპირებთ, ნახავთ 16 დეკემბერს. გეგმები გვაქვს ძალიან მწყობრი, რათა გამარჯვებამდე მივიდეს ბრძოლა“, _ აღნიშნა ვაშაძემ.