ჩოხატაურის საოლქო საარჩევნო კომისიის ხიდისთავის საარჩევნო უბანზე სამი ბიულეტენი დაიკარგა.
კომისიის წევრის მანანა თავართქილაძის თქმით, მან, სავარაუდოდ, ეს ბიულეტენები “გადააყოლა”:
_ 10 დან 11 საათამდეა ეს მომხდარი. რომ დავთვალე აღმოჩნდა, რომ მერობის ორი კანდიდატის ბიულეტენი, ხოლო ერთი მაჟორიტარული არ მქონდა, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას თავართქილაძემ.
მან უკვე დაწერა ახსნა-განმარტება, რომელშიც აღნიშნულია: “ბიულეტენები ამომრჩეველს გადაყვა”.
თავართქილაძის თქმით, ეს სპეციალურად არ გაუკეთებია:
_ იმედია, ყუთში იქნება და კონვერტში აღმოჩნდება ერთად, _ აღნიშნავს თავართქილაძე.
ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ დაკარგული ბიულეტენებით კარუსელი დატრიალდება.
ამ წუთებში საარჩევნო უბანზე საოლქო კომისიის თავმჯდომარეც იმყოფება.