საკუთარი ხმა დააფიქსირა საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა.
როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, ხმა მისცა კანდიდატს, რომელსაც არ შეეშინდება იყოს საქართველოს ყველა მოქალაქის პრეზიდენტი.
„ხმა მივეცი პრეზიდენტობის კანდიდატს, რომელიც იქნება ყველას პრეზიდენტი. არ შეეშინდება, რომ იყოს ყველა საქართველის მოქალაქის პრეზიდენტი და იქნება მთავარსარდალი იმ განსაკუთრებული შეიარაღებული ძალების, რომელსაც საოცარი ისტორია აქვს და გმირობა წარსული წლების. ის იქნება ამაყი იმით, რომ ამ გმირულ ხალხს, ჩვენს ჩვენს შეიარაღებულ ძალებს უდგას სათავეში“,_განაცხადა მარგველაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები დილიდან მიმდინარეობს.
რაც შეეხება გიორგი მარგველაშვილს, ის საქართველოს მოქალაქეებმა პრეზიდენტად 2013 წელს აირჩიეს.