Reuters-ი იტალიის სანაპირო პოლიციაზე დაყრდნობით, ხმელთაშუაზღვაში 34 მიგრანტი დაიღუპის შესახებ იუწყება.
იტალიის სანაპირო პოლიციის ინფორმაციით, ბორტზე 500-მდე მიგრანტი იმყოფებოდა, მათგან 200 ადამიანი ბორტს მიღმა აღმოჩნდა. გემი ლიბიის საზღვრიდან 30 კილომეტრის დაშორებით დღეს ჩაიძირა. გამოცემის ცნობით, ამ დროისთვის სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის სტატისტიკის თანახმად, 2017 წლის იანვრიდან დღემდე, ხემლთაშუა ზღვაში აფრიკისა და ახლო აღოსავლეთიდან წამოსული 1300-ზე მეტი მიგრანტი დაიღუპა, ზღვის გავლით ევროპაში კი 54 ათასამდე მიგრატნი ჩავიდა. მხოლოდ გასულ კვირას, საერთაშორისო წყლებში ლიბიიდან მომავალი 7000-მდე მიგრანტი გადაარჩინეს.