https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

  • ფეისბუქსტატუსები

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ტრამპი: „მკაცრად ვურჩევ მათ, დადონ გარიგება, ვიდრე გვიან არ არის“

    „მკაცრად დავიცავთ ეროვნულ ინტერესებს“ _ ვის მხარეზეა ირანის არმია

    დაპატიმრებულია შვეიცარიაში მდებარე იმ ბარის მეპატრონე, რომელში გაჩენილი ხანძრის შედეგად 40 ადამიანი დაიღუპა

    ტრამპი: აშშ-ს გრენლანდიის ფლობა სჭირდება, რომ რუსეთმა და ჩინეთმა მისი მიტაცება ვერ შეძლონ

    ფული სამშობლოს სანაცვლოდ _ აშშ გრენლადიელებისთვის თანხის დარიგებას აპირებს

    ჰამენეი: „ტრამპმა რიმ იცოდეს, როგორ მართოს ქვეყანა, საკუთარ ქვეყანას მართავდა“

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“ხუთსართულიან კორპუსში, ყოველდღე ახალი ბზარებია _ ბომბზე ვზივართ!”

14:15; 30.10.2021
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

“როგორც ბათუმში, შესაძლოა, მალე ჩვენც ისე მოვყვეთ ნანგრევებში. ამ ხუთსართულიან კორპუსში, ყოველდღე ახალი ბზარებია და დანგრევის საფრთხე რეალურია. კატასტროფაა”, _ ამბობენ “გურია ნიუსთან” ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში, “ფაბრიკის ბინებად” წოდებული ხუთსართულიანი კორპუსის მცხოვრებლები.

აღნიშნული კორპუსი კომუნისტურ ეპოქაში, 1977 წელს აშენებულა. აქვე იყო ჩაის ფაბრიკა, რომელშიც დასაქმებულები იყვნენ, როგორც ადგილობრივები, ისე სხვა რაიონებიდან ჩამოსული ადამიანები. კორპუსი სწორედ მათთვის აშენდა.

35 მცხოვრებიდან, დღეს აქ, ფაქტობრივად, 20 ოჯახი ცხოვრობს, დანარჩენები კი, როგორც სამეზობლოს წარმომადგენლებმა თქვეს, სხვადასხვა რაიონსა თუ ქვეყანაში სამუშაოდ არიან წასული.

აქ მცხოვრებთაგან დასაქმებული არავინაა, ხუთ ოჯახს სოციალური დახმარება აქვს, ცხოვრობენ პენსიონერებიც.

_ პირდაპირ რომ ვთქვათ, ბომბზე ვზივართ. ყოველდღე შეიძლება, კორპუსის ნანგრევებში მოვყვეთ. მე, პირადად, კორპუსის კიდის ბინაში, ბოლო სადარბაზოში ვცხოვრობ და საყრდენი კედელი სერიოზულად გაბზარულია. საძირკველზე საუბარი ზედმეტია! თავს ვიტყუებ თუ ვიიმედებ, უბრალოდ, ყოველ წუთს დანგრევის შიშით ვართ შეპყრობილი. კორპუსის კიდის სადარბაზო, სადაც ბზარები უფრო მეტია და პირდაპირ კორპუსსაც დაქანება ეტყობა, შესაძლოა, უფრო ადრე ჩამოიქცეს და ნანგრევში რომ არ მოვყვე, შუა სადარბაზოს ცარიელ ბინაში ვწვები, სადაც ახლა პატრონი არ იმყოფება. ვითომ აქედან გავასწრებ 70 წლის კაცი?! _ გვეუბნება ცნობილი მევენახე და მეღვინე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქე, ანდრო ვაშალომიძე, რომელმაც გვითხრა, რომ ოზურგეთის მერიის ინიციატივით, გასული წლის სექტემბერში ჩატარდა ექსპერტიზა, რომლის დასკვნაში წერია, რომ სახლის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია.

“სახლის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია, ხოლო ცალკეული ზონები საფრთხის შემცველია. მზიდ კონსტრუქციებს განცდილი აქვთ ძლიერი ფიზიკური ცვეთა….შენობის აღდგენა არარენტაბელურია”, _ გვითხრა ვაშალომიძემ და ექსპერტიზის დასკვნის ასლიც გადმოგვცა.

როგორც აქ მცხოვრებლები გვეუბნებიან, ამ დასკვნის დადებიდან ერთი წელი გავიდა. მას შემდეგ კიდევ უფრო ბევრი ბზარი გაჩნდა.

_ აქ პოლიტიკა და არჩევნები არაფერ შუაშია. ბათუმის ამბებმა ქვეყანას თავზარი დასცა, ჩვენ კი დიდი ხანია, თავზარდაცემულები ვართ. ათი განცხადება მარტო შენახული გვაქვს, სხვადასხვა მთავრობის დროს რომ მივმართეთ ხელისუფლებას. ბოლოს, როცა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროდან ჩამოიყვანეს ექსპერტი, დაიდო საგანგაშო დასკვნა, რომ ამ კორპუსის აღდგენა და რემონტი შეუძლებელია. მერე პანდემიამ შეაფერხა მოვლენები და ახლა ვართ შიშში და სიკვდილის მოლოდინში. არაფერს ვაზვიადებთ, პირიქით, უნდა ვკიოდეთ და ვყვიროდეთ. შესაძლოა, მალე ჩვენც კორპუსის ნანგრევებში მოვყვეთ! _ გვეუბნებიან აქ მცხოვრებლები: მანანა თურმანიძე, თემურ დარჩია, ინეზა ჟორჟოლიანი, თამარ კოპალიანი, ჯონი ბარდაია, ოლეგ ტკაჩოვი და სხვები.

აღნიშნული საცხოვრებელი კორპუსის ნახვისას დავრწმუნდით, რომ ავარიული მდგომარეობა ყოველგვარ მოლოდინს აჭარბებს. კორპუსში 35 ოჯახი ცხოვრობს. მარცხენა მხარეს სახლი აშკარად გადახრილია. კედლებზე, საძირკველთან, კიბეებსა და ოთახებში ყველგან ბზარებია. მზიდ კედლებს ბზარები ყველაზე მეტად ეტყობა. ზოგ საცხოვრებელ ბინაში, როგორც აქ მცხოვრებლებმა გვითხრეს, მცხოვრებთა მიერ, მზიდი კედლებიც გამონგრეულია. ამას ერთვის ამაზრზენი ანტისანიტარია _ როგორც აქ გვითხრეს, სულ ცოტა, 15 წელია, საკანალიზაციო მილები გაჭედილია და მთელი ფეკალიები ჩადის სარდაფში და იქ გროვდება!

_ საძირკველი რის შეწოვასაც ახერხებს, ისრუტავს ამ ფეკალიებს. ეს მხოლოდ დანგრევის დაჩქარებას უწყობს ხელს. საერთოდ კი ტუალეტად არის ქცეული და კი ხოლმე აუტანელი სუნი, _ გვითხრა თამარ კოპალიანმა.

ეზოში მართლაც დგას ფეკალიების სუნი. ამ ამაზრზენ, საშიშ გარემოში ცხოვრებას კი მაინც ბედავენ ადამიანები, რადგან წასასვლელი არსად აქვთ.

“გურია ნიუსთან” კორპუსის მცხოვრებლებმა გულახდილად ისაუბრეს.

_ გასულ წელს, როცა პარლამენტის დეპუტატს ვირჩევდით, ჩვენთან მოვიდა ვასილ ჩიგოგიძე, მასთან იყო მერიც და საკრებულოს თავმჯდომარეც. მოგვისმინეს, დაგვპირდა მაშინდელი დეპუტატობის კანდიდატი და ახლა უკვე დეპუტატი. ჩვენც ვუთხარით, რომ მხარს დავუჭერდით. აქედან სოფელ შემოქმედში წავიდნენ. სოფლის ცენტრში ჩატარდა წინასაარჩევნო შეხვედრა და კანდიდატმა ღიად ისაუბრა პრობლემაზე და დახმარებასაც შეგვპირდა. შემდეგ მერმა, კოტე შარაშენიძემ დაგვიბარა. მანვე მიმართა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს და დასკვნაც დაიდო. შემდეგ კიდევ მივმართეთ მერიას, თუმცა, პანდემიის გამო ეს ყველაფერი შეჩერდა. ჩვენ ახლა მხოლოდ სიკვდილს ველოდებით ყოველდღიურად. ეს არის საშინელი განცდა. თუ რაიმეს ვაჭარბებთ, თავად ხომ დაათვალიერეთ კორპუსი? იმედია, თქვენ როცა სადარბაზოებში დადიხართ, ღმერთი დაგვიფარავს, არ ჩამოინგრევა და აქედან ნამდვილ, შეულამაზებელ ამბავს მიაწვდით ხელისუფლებას, _ განაცხადეს მათ “გურია ნიუსთან”.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურში გვითხრეს, რომ აღნიშნული პრობლემის თაობაზე იციან. საკითხთან დაკავშირებით ჰქონდათ შეხვედრებიც.

_ იყო ასეთი მცდელობაც. მერი შეპირდა კორპუსის მცხოვრებლებს, რომ არსებობდა სახელმწიფო პროექტი, რომლის მოძიების და გახორციელების შემთხვევაში, თითოეული ოჯახი 25 ათასი ლარის ოდენობით, დახმარებას მიიღებდა. მისცა წინადადება მათ, რომ თუ სურვილი ექნებოდათ, მოეწვიათ კრება, დაეწერათ განცხადება და თუ ექნებოდათ სურვილი ასეთი დახმარების მიღებისა, მერია დაიწყებდა პროექტის მოსაძიებლად მუშაობას. თუმცა, ბევრი წინააღმდეგი წავიდა, რადგან თანხა არასაკმარისად ჩათვალეს.

თავად კორპუსის მცხოვრებლებმაც დაადასტურეს, რომ მართლაც შესთავაზა მერმა ასეთი წინადადება და ზოგი წინააღმდეგი წავიდა, ზოგმაც თავი შეიკავა.

 _ შემდეგ, პანდემიის გამო, ბევრი რამ მოხდა. ბიუჯეტი შემცირდა. ამ ხელისშემშლელმა ფაქტორებმა იქონია გავლენა, რომ კორპუსის მცხოვრებთა მოთხოვნაზე რეაგირება დროში გაიწელა. ჩვენ ვიცით, რომ აქ მდგომარეობა მართლაც საშიშია და საჭიროებს დროულად მოგვარებას, _ გვითხრა ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა, თემურ გიორგაძემ.

შემოქმედის “ფაბრიკის ბინების”, ხუთსართულიანი ამორტიზირებული კორპუსის მცხოვრებლები სასწრაფოდ ითხოვენ დახმარებას, კერძოდ, ისინი თანახმა არიან, თუ მათ საცხოვრებელ სახლებს უყიდიან ან იქვე, ახლოს, ოთხ ჰა-მდე არსებულ ფართობზე აშენდება ახალი საცხოვრებელი კორპუსი, გადავიდნენ საცხოვრებლად.

როგორც სამხარაულის ბიუროს დასკვნაში წერია, არსებული კორპუსის განახლება არარენტაბელურია.

“გურია ნიუსი” იმედოვნებს, აქ მცხოვრებ 35 ოჯახს სახელმწიფო დაეხმარება და კიდევ დროში არ გაიწელება ეს საკითხი, რადგან მდგომარეობა მართლაც საგანგაშოა და როგორც თავად ამბობენ, “თუ ჩამოინგრა და ჩავიხოცეთ ერთ დღეს, მერე ყველა იყვირებს, ივიშვიშებს და ბინებიც უცებ გამოჩნდება”, თუმცა, მათ ვეღარ უშველიან.

[sexy_author_bio]

შემოქმედი
გაზიარება16Tweet10Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

“საფრთხის დონე საშუალო”- გაფრთხილება ამინდის შესახებ

14:55; 12 იანვარი, 2026
საზოგადოება

ის, რაც თქვენი ხასიათი გგონიათ და არ მოგწონთ, შეიძლება ბავშვობის ტრავმა იყოს – მისგან გათავისუფლება შეგიძლიათ

14:23; 12 იანვარი, 2026
საზოგადოება

დღეს მზია ამაღლობელის მხარდამჭერი მარში გაიმართება

12:16; 12 იანვარი, 2026
საზოგადოება

“ზამთარი ძლიერდება მთელი თავისი სიურპრიზებით” _ კობა ფარტენაძე

11:24; 12 იანვარი, 2026
საზოგადოება

ახალი დიზაინის პირადობის ელექტრონული მოწმობების გაცემა დაიწყო _ რა ეღირება ის

10:37; 12 იანვარი, 2026

ტრანსპორტის მომლოდინე ადამიანებს თავზე აწვიმთ

როგორ შევინახოთ ბოსტნეულის თესლი

ყველა სიახლე

სამართალი

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დააკავეს

16:02; 12.01.2026
სამართალი

“თავდაცვის მიზნით ამოიღო ცეცხლსასროლი იარაღი” _ შსს ოზურგეთში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით

15:47; 12.01.2026
ისტორია

“ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

15:02; 12.01.2026
საზოგადოება

“საფრთხის დონე საშუალო”- გაფრთხილება ამინდის შესახებ

14:55; 12.01.2026
სამართალი

ოზურგეთში “ქურდულ გარჩევას”, რომელსაც, გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციელი ხელმძღვანელობდა, ადამიანის სიცოცხლე შეეწირა

14:33; 12.01.2026
საზოგადოება

ის, რაც თქვენი ხასიათი გგონიათ და არ მოგწონთ, შეიძლება ბავშვობის ტრავმა იყოს – მისგან გათავისუფლება შეგიძლიათ

14:23; 12.01.2026
საზოგადოება

დღეს მზია ამაღლობელის მხარდამჭერი მარში გაიმართება

12:16; 12.01.2026
პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: „ნაცმოძრაობას“ აღსასრული უდგას, ამ ჩაძირული გემის პროცესში ვინ გახდება გემის კაპიტანი, დიდი მნიშვნელობა არ აქვს

12:03; 12.01.2026
მსოფლიო

ტრამპი: „მკაცრად ვურჩევ მათ, დადონ გარიგება, ვიდრე გვიან არ არის“

11:24; 12.01.2026
საზოგადოება

“ზამთარი ძლიერდება მთელი თავისი სიურპრიზებით” _ კობა ფარტენაძე

11:24; 12.01.2026
საზოგადოება

ახალი დიზაინის პირადობის ელექტრონული მოწმობების გაცემა დაიწყო _ რა ეღირება ის

10:37; 12.01.2026
სამართალი

პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია ორი პირი

10:15; 12.01.2026
ზაფრანი

როგორ უნდა დავძლიოთ სიზარმაცე

10:13; 12.01.2026
ზაფრანი

ზოდიაქოს სურნელი

10:11; 12.01.2026
ზაფრანი

მომავლის პროგნოზირება

10:08; 12.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

15:41; 7.01.2026
0

“ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

12:29; 30.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო