მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ოზურგეთის რაგბის კლუბი “არწივების“ ერთი ნაწილი თბილისში გამართულ აქციაზე არ წავიდა.
ა(ა)იპ“ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის რაგბის განვითარების კავშირის“ დირექტორის, თენგიზ კალანდაძის თქმით, ამ წუთებში ის და “არწივების“ ბიჭები თბილისში იმყოფებიან.
“ხუთი ადამიანი დარჩა, რომლებიც ჩემი წინააღმდეგი არიან. დღეს დავესწარით თბილისში გამართულ ღონისძიებას და ხვალ გვაქვს თამაში ახალციხეში. თბილისიდან ჩავალთ ახალციხეში. არავისთვის არაფერი დამიძალებია, ყველას თავის არჩევანის უფლება აქვს”, – გვითხრა თენგიზ კალანდაძემ.