“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის გრიგოლ ვაშაძის წასვლას პარტიიდან და პოლიტიკიდან ამავე პარტიის წევრი კახა ასკურავა სოციალურ ქსელში ეხმაურება.
“არაფერი არ მინდოდა დამეწერა გრიგოლ ვაშაძეის წასვლის თაობაზე,უბრალოდ ქოცების შეფასებებს ვუსმინე და მოკვდი. თურმე ის გრიგოლ ვაშაძე რომელიც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე კრემლის აგენტი იყო, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისა და მისი ნაბიჯის მერე გამხდარა ერთადერთი სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პროდასავლური ლიდერი ენმ-ში. ქოცებო თქვე სამარცხვინოებიო, ეგახართ სულ…. ხვალ თუ დაგჭირდებათ ბიძინასც კრემლის აგენტად გამოაცხადებთ რომელიც მართლაა ვაშაძიდან განსხვავებით.“-წერს ფეისბუქ გვერდზე ასკურავა.