სიმსივნის გამომწვევ გულ-სისხლძარღვთა რამდენიმე მედიკამენტის წამლების რეესტრიდან ამოღებას ჯანდაცვის მინისტრი ეხმაურება. დავით სერგეენკო მოსახლეობას სთხოვს, გაეცნონ სიის ჩამონათვალს და თუ მედიკამენტი ჩამონათვალში აღმოჩნდება, ის სხვა თუმცა იმავე ვალსარტანის შემცველობის პრეპარატით ჩაანაცვლონ.
„მოსახლეობა, ვინც ღებულობს ვალსარტანის შემცველ მედიკამენტებს, ყველას უმორჩილესად ვთხოვ, რომ საკუთრივ დანიშნულება არ შეწყვიტოს, რახან სვამენ, მათ ეს სჭირდებათ, უბრალოდ ნახონ ჩამონათვალი, რომელ კონკრეტულ წამლებზე გაჩნდა კითხვა და ისინი ჩაანაცვლონ სხვა არა ამ სიაში მყოფი, იგივე დოზირების, იგივე ვალსარტანის შემცველი მედიკამენტით,“- განაცხადა დავით სერგეენკომ.
კიბოს რისკის შემცველი კარდიოლოგიური მედიკამენტების, ე.წ. წნევის წამლების რეესტრიდან ამოღებისა და იმპორტის შეჩერების შესახებ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ საბაჟო გამშვებ პუნქტებს უკვე აცნობა.
საქართველოს სააფთიაქო ქსელებში ასეთი 11 დასახელების 42 სახეობის მედიკამენტი იყიდებოდა:
Valsar-Denk (40მგ; 80მგ; 160მგ; 320მგ)
CoValsar-Denk (80/12,5; 160/12,5; 320/12,5)
CARDOPAN-SANOVEL (80მგ; 160მგ; 320მგ)
CARDOPAN-SANOVEL PLUS (80/12,5; 160/12,5; 320/12,5)
Valz (40მგ; 80მგ; 160მგ)
Valz H (80მგ; 160მგ)
NORTIVAN® (80მგ; 160მგ)
Cardofix-Sanovel (5მგ/160მგ; 10მგ/160მგ)
Cardofix-Sanovel Plus (5მგ/160მგ/12,5მგ; 5მგ/160მგ/25მგ; 10მგ/160მგ/12,5მგ; 10მგ/160მგ/25მგ)
Amva Denk (5მგ/80მგ; 5მგ/160მგ; 10მგ/160მგ)
Amva + HCTDenk (mite 5მგ/160მგ/12,5მგ; 10მგ/160მგ/12,5მგ
forte 10მგ/160მგ/25მგ).