დღეს სუს-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის დაბა ბახმაროში სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის გადაცემისა და ნებართვის გარეშე მშენებლობის დაპირებისთვის, სანაცვლოდ კი თანხის მოთხოვნის ფაქტზე ერთი პირი დააკავა.
სუს-ის ინფორმაციით, საქმეზე კიდევ ერთი ადამიანი დანაშაულის შეუტყობინებლობისთვისაა დაკავებული.
“ძალიან მიკვირს, ეს ძალიან პატიოსანი კაცი როგორ აღმოჩნდა ასეთ გაუგებრობაში. ისე, ზუსტად ვიცი, რომ კიდევ 6 კაცის საქმე განიხილება მაგათთან ერთად. ვინც მივიდა, ყველამ კორუფცია დაატრიალა. საინტერესოა, ამდენხანს არ იცოდნენ, რომ ბახმაროში, თუნდაც გომისმთაზე, კორუფცია მუშაობს? ამ სხვის მიწებს მამასისხლად ჰყიდის, ვისაც შეუძლია ის”, _ ამბობს “გურია ნუსთან” წყარო.



































































