კიევ-პეჩორის ლავრაში კორონავირუსით დაინფიცირებული არქიმანდრიტი ნექტარიუსი გარდაიცვალა, _ ამის შესახებ ინფორმაციას ,, უნიანი” ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, უკრაინის დედაქალაქში მდებარე სამონასტრო კომპლექსში 63 სასულიერო პირია ინფიცირებული, აქედან 26 სასულიერო პირი ,,რუსეთის საპატრიარქოს შტაბბინაში” მდებარე სამონასატრო კომპლექსიდან არის.
როგორც გამოცემა წერს, სავადმყოფოში გადაყვანილია კიევ-პეჩორის ლავრის წინამძღვარი, მიტროპოლიტი პავლე, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა რთულია.
ცნობისთვის, ქვეყანაში ეკლესიები დახურული არ არის, მაგრამ მასობრივი რელიგიური ღონისძიებები აკრძალულია.
ბოლო მონაცემებით, უკრაინაში ინფექციას 93 ადამიანი ემსხვერპლა, 3102 კი დაინფიცირდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.