საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, ძმა დააკავეს, დავით სააკაშვილის დღეს კიევშ დააკავეს. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქის გვერდზე წერს:
„დღეს დილით ავაკოვის შინაგან სამქეთა სამინისტოს 8 წარმომადგენელმა ჩემი ძმა, დავით სააკაშვილი, დააკავა, როდესაც ის კიევში, საკუთარი სახლიდან გამოდიოდა. ის გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს. ჩემი ძმა არის იურისტი და აქვს უკრაინაში ცხოვრების უფლება. როგორც ჩანს, ამ გზით ცდილობენ ჩემზე გავლენა მოახდინონ, რათა მე არ დავბრუნდე.
“თქვენ ძალიან ცუდად მიცნობთ. ეს, ზუსტადაც რომ, კიდევ უფრო ამტკიცებს ჩემს გადაწყვეტილებას უკრაინისა და უკრაინელების დაცვასთან დაკავშირებით, რათა დავიცვა ისინი ბარიგების თარეშისგან.
ამავდროულად, გუშინ, დასავლეთის სასაზღვრო პუნქტებზე კიევიდან მობილური ჯგუფები გამოგზავნეს, რადგან ადგილობრივ მესაზღვრეებს არ ენდობიან. მობილური ჯგუფების წარმომადგენლებს, რომლებიც ყოფილი „ბერკუტის“ წევრები არიან, აქვთ დავალება, რომ მე შემოსვლის უფლება არ მომცენ და პასპორტი წამართვან.
შევხვდებით საზღვარზე,“ – წერს მიხეილ სააკაშვილი.