ახლა ნახევარი ნაბიჯებით სიარულის დრო არ არის, მთლიანად უნდა ჩაებან საპარლამენტო საქმიანობაში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დავით კირკიტაძემ პარლამენტში შესულ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ინდივიდუალურად გადასაწყვეტია რა საქმიანობას განახორციელებენ პარლამენტში.
„ბუნებრივია, როდესაც შეწყდა ბოიკოტი და ისინი შევიდნენ პარლამენტში ახლა ნახევარი ნაბიჯებით სიარულის დრო არ არის, მთლიანად უნდა ჩაებან საპარლამენტო საქმიანობაში, რადგან ხელისუფლებას არ მისცენ საკუთარი მავნე ზრახვების განხორციელების საშუალება“, – განაცხადა დავით კირკიტაძემ.
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები პარლამენტში 27 აპრილს მივიდნენ. ამით მე-10 მოწვევის პარლამენტისადმი მათი თითქმის 6-თვიანი ბოიკოტი დასრულდა.