თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექორის ლევან რატიანის განცხადებით, მის კლინიკაში მყოფი ახალშობილების ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
როგორც რატიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, მათთან მკურნალობს რამდენიმე ორსულიც, რომელთა მდგომარეობა სტაბილურია.
„გვყავს რამდენიმე ახალშობილი, მათი მდგომარეობა მძიმეა, თუმცა მართვადი, ვინაიდან არცერთი არ იმყოფება მართვით სუნთქვაზე. დანარჩენი პაციენტები იმყოფებიან ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში“,- განაცხადა რატიანმა.
ლევან რატიანის თქმით, სამი ინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა.
„ამ დღეებში გავაგზავნით განმეორებით ტესტებს, თუ მოვიდა ორჯერადად უარყოფითი პასუხი, რამდენიმე დღეში დატოვებენ კლინიკას“,- განაცხადა რატიანმა.