ამ წუთებში ლანჩხუთის მერიის ადმინისტრაციული შენობის სხდომათა დარბაზში საფეხბურთო კლუბ ლანჩხუთის „გურიას“ ყოფილი ხელმძღვანელი კობა მირზაშვილი და მისი მხარდამჭერები მუნიციპალიტის ხელმძღვანელ პირებს ხვდებიან.
შეხვედრის მონაწილეები მერისგან, ალექსანდრე სარიშვილისგან განმარტებას ითხოვდნენ, თუ რატომ ეთქვა კობა მირზაშვილის მიერ მოძიებულ სპონსორს უარი. თუმცა, როგორც სარიშვილმა განმარტა, მსგავს ფაქტს ადგილი არ ქონია.
მისი განმარტებით, არის საუბარი რამდენიმე ჯგუფთან, რომლებიც „გურიაში“ ინვესტიციის ჩადებას გეგმავენ და არჩევანიც იმაზე შეჩერდება, ვინც უკეთეს წინადადებას წარმოადგენს.
„არის რამდენიმე ჯგუფიდან საუბარი „გურიაში“ გარკვეული ინვესტიციის ჩადებაზე. არც ერთი მათგანისგან, ჯერჯერობით, ოფიცალური განაცხადი არ შემოსულა და არც რომელიმე მათგანი გაგვისტუმრებია უარით. მე არ დამიმილავს კობა მირზაშვილისთვის, რომ უკეთესი პირობებით არის შემოსული ჯგუფი, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ მე მის მიერ მოძიებულ სპონსორი უარით გავისტუმრე. დამიჯერეთ, კლუბში სპონსორად ის მოვა, ვინც უკეთეს პირობებს წარმოადგენს ლანჩხუთის „გურიას“ ასაღორძინებლად. ასე რომ, ასე ერთი ხელისმოსმით ეს საქმე არ გადაწყდება.
რა თქმა უნდა, ამ საკითხზე გარკვეული მსჯელობა გვქნება ფეხბურთის ფედერაციასთანაც. სიმართლე რომ გითხრათ, ვერ მივხვდი ამ აქციის გამართვის არსს. აქცია მანამ უნდა გაგვემართა, სანამ „გურია“ ამ დღეში აღმოჩნდებოდა“, _ აღნიშნა ალექსანდრე სარიშვილმა შეხვედრაზე.