“ბატონმა გიგა ბოკერიამ აღიარა, რომ მათი დაორგანიზებულია მარნეულის აქცია, თუმცა, ამას დამატებითი აღიარება არ სჭირდებოდა – ბატონი იმამყულიევი და ბატონი სულეიმანოვი აქტიურად მონაწილეობენ ამ აქციაში, როგორც ლიდერები”,– ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა, ირაკლი კობახიძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა. დეპუტატი მარნეულში მიმდინარე აქციას გამოეხმაურა და ოპონენტებს მიმართა.
„კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მათ, ნუ ეთამაშებიან ცეცხლს და ნაცვლად აქ ზოგადი მოწოდებებისა, რაც გავიგეთ ბატონი ბოკერიასგან, ჯობია, აიღონ ტელეფონი, დარეკონ იმამყულიევთან და სულეიმანოვთან და დააბრუნებინონ ის ხალხი სახლში, რომელიც მათ გამოიყვანეს ამ აქციისთვის. ეს იქნებოდა მათი მხრიდან სწორი ნაბიჯი. შესაბამისად, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, ნუ ეთამაშებით ცეცხლს”,– განაცხადა ირაკლი კობახიძემ.