„ეს არის მიზანმიმართული ძალიან მძიმე აქტი. ეს არის დანაშაული და ჩვენ უნდა გავაფრთხილოთ ისინი, რომ ისინი ცეცხლს არ უნდა ეთამაშებოდნენ”,– ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის წევრი, ირაკლი კობახიძე მარნეულში მიმდინარე აქციას.
შესაბამისი განცხადება ირაკლი კობახიძემ პლენარულ სხდომაზე გააკეთა.
„ვიდრე ჩვენ ვსაუბრობთ საგანგებო მდგომაროების გაგრძელებაზე, როდესაც საუბრობდა მთავრობის წარმომადგენელი, ამასობაში, მარნეულში, „ნაცმოძრაობის” ორი განშტოების წარმომადგენლები აწყობენ ერთობლივ აქციას, ეს არის მიზანმიმართული ძალიან მძიმე აქტი. ეს არის დანაშაული და ჩვენ უნდა გავაფრთხილოთ ისინი, რომ ისინი ცეცხლს არ უნდა ეთამაშებოდნენ”,- განაცხადა დეპუტატმა.