კალათბურთის ლეგენდამ კობი ბრაიანტმა, თავისი 20-წლიანი კარიერა ,,ლოსანჯელეს ლეიკერსში“ 2016 წელს დაასრულა. მან, კარიერის ბოლო მატჩი 2016 წლის 14 აპრილს ,,იუტა ჯაზის“ წინააღმდეგ ითამაშა, სადაც მოწინააღმდეგის კალათში 60 ქულა ჩააგდო, რომლის შემდეგ ის NBA“ – ს და კალადბურთს საკმაოდ ემოციური წერილით დაემშვიდობა, რის საფუძველზეც მოგვიანებით ოსკაროსანი ანიმაციური ფილმიც გადაიღეს, სადაც თავად ბრაიანტმაც მიიღო მონაწილეობა..
,,გურია ნიუსი“ კალათბურთის ვარსკვლავის წერილს უცვლელად გთავაზობთ:
“ჩემო ძვირფასო კალათბურთო! იმ მომენტიდან, როცა მამაჩემის წინდებს ბურთად წარმოვიდგენდი და ჩემს წარმოსახვაში “ლეიკერსის” ძველ არენაზე კალათში გამარჯვების ბურთს ვაგდებდი, ერთ რამეს მივხვდი… მე შენ მიყვარხარ! ყველაფერი მოგეცი… ჩემი გონება, სხეული და სული. გვირაბის ბოლო არასდროს დამინახავს. მე მხოლოდ იმას ვხედავდი, თუ როგორ გამოვრბივარ ამ გვირაბიდან. ასე რომ, მე დავრბოდი… დავრბოდი წინ და უკან მოედანზე და ყოველი ბურთისთვის ვიბრძოდი შენი გულისთვის. შენ სრულ თავდადებას ითხოვდი, მე კი ჩემი გული გაჩუქე და სანაცვლოდ გაცილებით მეტი მივიღე.
ამ პერიოდში განცდილი ტკივილისა და დაღლილობის დაძლევა გამოწვევა არ ყოფილა, ეს იყო შენი თხოვნა, რომელსაც მე სიამოვნებით ვასრულებდი, იმიტომ, რომ შენთან ერთად მე თავს ძალიან კარგად ვგრძნობდი. შენ ექვსი წლის ბიჭს “ლეიკერსზე” ოცნება აუხდინე, რის გამოც ყოველთვის მეყვარები. თუმცა, ეს სეზონი უკანასკნელი რამაა, რისი მოცემაც მე შენთვის შემიძლია. ჩემს გულს კიდევ შეუძლია სიყვარული, ჩემს გონებას კიდევ შეუძლია წინააღმდეგობების დაძლევა, მაგრამ ჩემი ორგანიზმი ხვდება, რომ დამშვიდობების დროა.
მე მზად ვარ, გაგიშვა, მაგრამ მინდა, რომ დარჩენილი მომენტებით ერთად დავტკბეთ. ერთმანეთს, რაც შეგვეძლო, ყველაფერი მივეცით. რაც უნდა ვაკეთო მომავალში, ორივემ ვიცით, რომ მე მაინც იმ 6 წლის ბიჭად დავრჩები, რომელიც მამის წინდებს ოთახის კუთხეში მდგომ ურნაში აგდებდა… მე შენ ყოველთვის მეყვარები. შენი კობი”.
41 წლის კალათბურთის ვარსკვლავი კობი ბრაიანტი, თავის 13 წლის ჯანა ბრაინტთან და თანხმლებ პირებთან ერთად კალიფორნიაში ავიაკატასროფისას დაიღუპა. მეუღლე ვანესა კი შვეულფრენში არ იმყოფებოდა.
ამერიკული მედიის ინფორმაციით, ავიაკატასტროფისას სულ 9 ადამიანია გარდაცვლილი.