ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ბოხვაურის განახლებულ სტადიონს ძროხები ხშირად სტუმრობენ.
განახლებული სტადიონი 2018 წლის 29 სექტემბერს ოფიციალურად გაიხსნა. გახსნას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი ესწრებოდა.
ოზურგეთის მერის წარმომადგენელი სოფელ ბოხვაურში თეიმურაზ ჩავლეშვილი “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ამბობს, რომ სტადიონს დარაჯი არ ჰყავს და რამდენჯერმე სტადიონიდან ძროხები მას გადაუდენია.
“ყველას ვაფრთხილებ, მაგრამ ხან ხდება ასე, რომ სტადიონზე არის ძროხები. ეს ხშირად არ ხდება.“ – გვითხრა თეიმურაზ ჩავლეშვილმა.