ქობულეთის მუნიციპალიტეტი პოლონეთის ქ. მილიჩს დაუმეგობრდა. დღეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა სულხან ევგენიძემ და ქ. მილიჩის ვიცე-მმართველმა სლავომირ სტრელეცკიმ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს საქართველოს პარლამენტის ბაგრატოვანთა დარბაზში მოაწერეს ხელი.
მემორანდუმი ორი ქვეყნის თვითმმართველობას შორის ეკონომიკის, მცირედასაშუალომეწარმეების, ბიზნესსექტორის წარმომადგენლების დაკავშირებას, ევროპულიიდეისა და ღირებულებების პოპულარიზაციას, თვითმმართველობების კუთხით ურთიერთობას, კულტურულ-საგანმანათლებლო დარიგი სხვა მიმართულებით თანამშრომლობას ითვალისწინებს.
მემორანდუმისთანახმად, რიგი ორგანიზაციული საკითხების გარდა, რეგიონთაშორისი თანამშრომლობის ხელშეკრულების განხორციელებაზე მონიტორინგს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქვემო სილეზიის პარლამენტის (სეიმიკის) დეპუტატები განახორციელებენ, ამასთან, ისინი მხარს დაუჭერენ აჭარასა და ქვემო სილეზიას შორის თანამშრომლობის ახალი მიმართულებების ჩამოყალიბება-რეალიზებას.
(R)