ქობულეთის კულტურის სახლში გენდერული თანასწორობის დღისადმი მიძღვნილი ტრენინგი გაიმართა.
შეხვედრაზე დემოკრატიული ჩართულობის კოორდინატორმა თეონა დიასამიძემ ისაუბრა ქალთა მიმართ ძალადობასა და შრომით ურთიერთობისას გენდერული თანასწორობაზე, ასევე კოორდინატორმა დეტალურად განიხილა სახელმწიფო პოლიტიკის მიმართულება ქალისა და მამაკაცის თანასწორი უფლებების შესახებ.
შეხვედრას მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოსა და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ტრენინგი ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზროდობისა და გენდერული თანასწორობის განყოფილების ორგანიზებით მიმდინარეობს. ტრენინგია ორ დღიანია და 29 ნოემბერს დასრულდება.