„დალუქულია“, „გადააგდეთ გადამგდები“ _ ასეთი პლაკატები გააკრა აქტივისტმა მაია ქოჩიშვილმა არჩილ თალაკვაძის ბიუროს კედელზე.
_ დალუქულია! მორჩა! _ იძახდა ის.
_ამას ახლა მე ჩამოვხევ და აბა, მითხარით რაიმე, სექტანტებო! შენ რა ქენი ამის გაკეთებულის ფასი?! იმის მემილიონედი, რაც ამ კაცმა გააკეთა? _ ამ სიტყვებით მიიჭრა კედელთან როგნეტა ჩიტიძე და ქოჩიშვილის გაკრული სასწარაფოდ ჩამოხია და დაჭმუჭნა.
_ ნატანებში ვცხოვრობ. ამ დილით აქ ჩემ სსაქმეზე ვიყავი მოსული და რა ვნახე ეს ჭინკები, სატანები თავად არიან. ჩამოვხიე და აბა მითხრას ვინმემ რამე! – თქვა ჩიტიძემ „გურია ნიუსთან“.