ბიზნესმენ ლევან ვასაძის განცხადებით, მას სურს სახელმწიფოს საჩუქარი გაუკეთოს, რომელიც გულისხმობს იმას, რომ მხარდამჭერებს კომბლების ჭერში შეწყობისკენმოუწოდა. ამის შესახებ ვასაძემ ვიდეომიმართვაში თქვა. მისი განმარტებით, კომბლებილგბტ თემის წარმომადგენლებისთვის არ იყო განკუთვნილი, არამედ იმისთვის, რომ თუ პოლიცია მის მხარდამჭერებს დაუპირისპირდებოდა, მაშინ გამოეყენებინათ.
“მინდა ჩვენს მხარდამჭერებს მოვუწოდო, რომ კომბლები შეაწყონ ჭერში. იმიტომ, რომ როგორც გახსოვთ კომბლები არასდროს იყო განკუთვნილი ამ უბედური მამათმავლებისა და მათი პროპაგანდისტებისთვის. ეს იყო იმ შემთხვევისთვის, თუ პოლიცია ჩვენ წიხლებით შეგვდგებოდა და დაგვიწყებდა ცემას. მაგრამ რადგანაც შსს-მ თქვა, რომ პრაიდი არ იქნება და რადგან მათ ეს სიტყვა პირველ დღეს შეგვისრულეს, ახლა ბოლო საჩუქარი ჩვენგან სახელმწიფოს – კომბლები სხვენში. ჩამოვიღოთ მაშინ, როცა მოვა ის მთავრობა, რომელიც კიდევ ერთხელ გაგვიბედავს პრაიდის ჩატარებას. ჩვენ იქ მოვალთ შიშველი ხელებით, ხელზე თეთრი ცხვირსახოცებით.
ღმერთი არ გაგიწყრეთ, ძალიან დიდხანს ვიფიქრე, არ მძინებია გასულ ღამესაც. სრულიად ვაცნობიერებ ამ გადაწყვეტილების პასუხისმგებლობას და ვეუბნები ჩემ ძმებს – მოდით წავიდეთ ამ ხიფათზე და მივიდეთ იქ შიშველი ხელებით იმისთვის, რომ ნებისმიერი კორდონი დავშალოთ და გავათრიოთ ეს იდიოტები იქიდან და ხალხი შევაჩეროთ.
თუ თქვენ შეცვლით თქვენს გადაწყვეტილებას და დაიცავთ პრაიდს, ჩაატარებინებთ მას, შეგვდგებით ჩვენ, ჩვენ არ გვეშინია, რა გახდა ერთი ჩხუბი და დაპატიმრება, თუ ჩვენ ამას გვიზამთ, მერე თქვენ თავს დააბრალეთ, რადგან ვერავინ გააკონტროლებს მერე იმას, რაც ამ ქალაქში მოხდება”, – თქვა ლევან ვასაძემ.
19 ივნისს „თბილისი პრაიდმა“ გაავრცელა განცხადება, რომელშიც წერია, რომ ღირსების მარშის გაუქმებას არ აპირებენ. ლგბტქ+ აქტივისტები ხელისუფლებისგან ადამიანის უფლებების დაცვას და ქვეყნის კონსტიტუციით აღებული ვალდებულებების შესრულებას ითხოვენ.
ამ განცხადებას უპასუხეს ლევან ვასაძის მხარდამჭერებმა, რომლებმაც თქვეს, რომ პრაიდის მშვიდად ჩატარების საშუალებას არ მისცემენ.