ოზურგეთის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი კონსტანტინე შარაშენიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე განცხადებას აქვეყნებს.
“ჩვენი შტაბი ფლობს ინფორმაციას, რომ ქალაქის ტერიტორიაზე მოძრაობს ავტომანქანები (კონკრეტულად, თეთრი ჯიპი N409 ). ავტომობილში ერთ-ერთ ადგილობრივთან ერთად იმყოფება მერაბ სიორიძე (რიმა ბერაძის მეუღლე ), რომელიც, ჩვენი ინფორმაციით, არიგებს მოსახლეობაში ფულს.მივმართავთ სამართალდამცავ ორგანოებს, დროულად მოახდინეთ შესაბამისი რეაგირება და კანონმდებლობის ფარგლებში. აღკვეთეთ მსგავსი ქმედებები, რათა უზრუნველვყოთ საარჩევნო პროცესის მშვიდობიანი და დემოკრატიული მიმდინარეობა“, _ წერს კონსტანტინე შარაშენიძე.
“გურია ნიუსი“ცდილობს, გადაამოწმოს შარაშენიძის მიერ გავრცელებული განცხადების სისწორე, რომელსაც ინფორმაციის მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.