გურიაში კორონავირუსით ინფიცირების 18 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც ჩვენთვის ცნობილია, ჩოხატაურში ინფიცირების 6 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1696 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 2906 პაციენტი, გარდაიცვალა 12.