მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა ამ დროისთვის 83-ია, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 14.
ამავე გვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, კარანტინის რეჟიმში – 4641 ადამიანია, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 239.