იაპონიაში ჩინური ვირუსის 6 შემთხვევა დაფიქსირდა.
როგორც საინფორმაციო სააგენტო kyodonews იუწყება, კორონავირუსის იაპონიაში გავრცელების პირველი შემთხვევა ჩინეთში მოგზაურობას არ უკავშირდება.
როგორც ცნობილია, კორონავირუსით პირველი ინფიცირებული იაპონელი, ტურისტული ავტობუსის მძღოლია, რომელიც ჩინეთში არასდროს ყოფილა.
გავრცელებული ინფორმაციით, ავტობუსის მძღოლი იაპონიის ქალაქ ნარაში ცხოვრობს და 2-ჯერ მოემსახურა ჩინეთის ქალაქ ვუჰანიდან ჩამოსულ ტურისტებს.
მაუწყებლის ცნობით, 60 წლის კაცის მდგომარეობა არც ისე მძიმეა.