იტალიაში მედმუშაკმა, ახალგაზრდა მამაკაცმა, კორონავირუსის სავარაუდო გადადების გამო, თავისი შეყვარებული ექიმი ქალი მოკლა,_ ამის შესახებ ინფორმაციას dailymail.co.uk ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, სიცილიაში 28 წლის ანტონიო დე პაჩემ პოლიციაში დარეკა და აღიარა, რომ თავისი შეყვარებული ლორენა კარანტა ,,COVID-19″ -ს გადადების გამო გაგუდა და თვითდაზიანება მიიყენა.
„მოვკალი, იმიტომ რომ კორონავირუსი გადამდო”, – განუცხადა თავდამსხმელმა სამართალდამცველებს.
გამოცემის ინფორმაციით, დე პაჩეს კორონავირუსი არ დაუდასტურდა, ასევე ვირუსი მის გარდაცვლილ შეყვარებულს არ დაუდასტურდა.