გურიაში, კორონავირუსით ინფიცირებულებს შორის არის ა(ა)ი.პ.“ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ დირექტორი, მაია ქუტიძეც.
მას კორონავირუსით ინფიცირება 2 დეკემბერს დაუდასტურდა და როგორც ჩვენთან სატელეფონო საუბრის დროს ამბობს, მკურნალობას კოვიდსასტუმროში გადის.
„ახლა თავს უკეთესად ვგრძნობ. არ მქონდა სახლში თვითიზოლაციაში ყოფნის პირობები, ამიტომ კოვიდსასტუმროში ვარ“,_ გვითხრა ქუტიძემ.