საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 5 ახალი შემთხვევიდან 3 სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, ერთი საკარანტინო სივრციდან დადასტურებული შემთვევასთან კონტაქტი, ერთი შემთხვევის ეპიდემიოლოგიური კვლევა გრძელდება.
მისი თქმით, დღევანდელი მონაცემებით კოვიდცენტრებში 112 პაციენტი მკურნალობს.
საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 973 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 846 უკვე გამოჯანმრთელდა, 15 ადამიანი კი გარდაიცვალა.