ლამასგან მიღებული ანტისხეულები შეიძლება ადაპტირდეს და ადამიანებმა გამოიყენონ კორონავირუსის დასამარცხებლად. ამის შესახებ ინფორმაციას The BGR ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ლამებს შეუძლიათ შექმნან ძლიერი ანტისხეული, რომელსაც შეუძლია კორონავირუსის მოკვლა და მეცნიერები მიიჩნევენ, რომ შეუძლიათ ისეთი მკურნალობის ადაპტირება, როგორიცაა პლაზმას გადასხმა კორონავირუსისგან გადასარჩენად.
გამოცემა აღნიშნავს, რომ მეცნიერების 5 გუნდი ამერიკის შეერთებულ შტატებში მოლეკულურ თერაპიაზე მუშაობს და ერთ-ერთი პრეპარატი მზად შესაძლოა ამ ზაფხულში იყოს. ისრაელში, იაპონიასა და ნიდერლანდებში ექიმები ასევე მსგავს კონცეფციას სწავლობენ.
როგორც ცნობილია, მკვლევარებმა ლამას ანტისხეულების ორი ეგზემპლარი გამოიყენეს, რომელზეც SARS-ის წინა ინფექციის პერიოდში მუშაობდნენ და დაადგინეს, რომ მიღებულ ნაერთს შეუძლია ინფექციის შეჩერება.
„ვიდრე ამ პროექტზე ვმუშაობდით გაჩნდა ახალი SARS-CoV-2 ვირუსი და ცილები საკმაოდ ჰგავს SARS-CoV-2 და SARS-ს“,_ ამბობს UT-Austin-ის მოლეკულური ბიოლოგიის ასოცირებული პროფესორი ჯეისონ მაკლელანი.
თეორია შეიძლება ჩანდეს არაჩვეულებრივად და გარკვეულწილად ირონიულად. ყველა არსებული მტკიცებულებით, დაავადება ადამიანზე ცხოველიდან გავრცელდა, კიდევ ერთ ცხოველს კი ინფიცირებულ პაციენტებში ვირუსის მოკვლა შეუძლია.
მაკლელანის თქმით, ეს პრეპარატი არ იქნება ვაქცინა, მაგრამ ინექციის შემდეგ ადამიანებს დაუყონებლივ ექნებათ დროებითი იმუნიტეტი დაავადების მიმართ.
აღნიშნულ თეორიაზე მხოლოდ ამერიკელი და ბელგიელი მკვლევარები არ მუშაობენ.
გამოცემის ინფორმაციით, იაპონიაში თითქმის მსგავს ანტისხეულების კონცეფციაზე მუშაობენ და ამ ანტისხეულების მომწოდებლებად აქლემებს განიხილავენ.
ლამები არ არიან მხოლოდ დისნეის სამყაროს ლამაზი ცხოველები, ისინი აქლემის ოჯახის წევრები არიან.
ჯერჯერობით უცნობია როდის გამოიყენებენ მათზე ანტისხეულებზე დაფუძნებულ წამლებს კორონავირუსის სამკურნალოდ. წამლის კლინიკურმა კვლევამ უნდა დაადასტუროს, რომ ის ეფექტურია კორონავირუსის საწინააღმდეგოდ. მაგრამ ფაქტია მსოფლიოს რამდენიმე გუნდი სწავლობს ამ დამაიდებელ და საინტერესო იდეას.
გამოცემის ინფორმაციით, ბელგიის გუნდი მალე დაიწყებს ცხოველებზე ტესტირებას და იმ შემთხვევაში თუ ყველაფერი კარგად წარიმართა, ადამიანზე ტესტირება დაახლოებით ორ თვეში დაიწყება. თუ პრეპარატი ეფექტური აღმოჩნდება, ანტისხეულების გაზრდა მასობრივი რაოდენობით ხელოვნურად შეიძლება.