თუ ნივთთან ინფიცირებულ ადამიანს შეხება ჰქონდა, ის შეიძლება ინფექციის გადამტანი აღმოჩნდეს, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ „პირველი არხის“ ეთერში განაცხადა.
„კორონავირუსის გადაცემა არის ორნაირი: წვეთოვანი და კონტაქტური. ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს კონტაქტურ გადაცემასთან. თუ ვირუსით დაბინძურებულ ნივთებს შეეხებით, შემდეგ თქვენდაუნებურად ხელს ცხვირთან, პირთან ან თვალთან მიიტანთ, დაინფიცირება შესაძლებელია. უფრო მეტიც, შეიძლება ის ავადმყოფი არც შეეხოს იმ ნივთებს, მაგრამ ახლოს თუ იმყოფება, მეტყველების, ხველის, ცემინების დროს გამოყოფს შხეფებს, რომელშიც შეწოვილია ვირუსის ნაწილაკები, რომელიც საგანზე მოხვდება, დაილექება და გადაცემა ამ გზით შესაძლებელია“, – აღნიშნა ცერცვაძემ.