კორონავირუსის კრიზისი მარტივდება, მაგრამ დასასრულამდე ჯერ ადრეა. ამის შესახებ განცხადება საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, ედუარდ ფილიპემ გააკეთა.
Reuters-ის ინფორმაციით, საფრანგეთის პრემიერმა განაცხადა, რომ ქვეყანაში ჯერ კიდევ არ იკლებს სახის ნიღბების დეფიციტი.
საფრანგეთში პანდემიის შედეგად 20 000 ადამიანია დაღუპული და თითქმის 5 კვირაა ქვეყანა დაკეტილია, სავარაუდოდ, 11 მაისიდან გარკვეულ ზომებს მიიღებს გასახსნელად.
მაუწყებლის ინფორმაციით, რადგან ვაქცინა ჯერ კიდევ არ არსებობს, მოლოდინი, რომ მაისის თვეში გაიხსნება სკოლები, ხალხს გადაადგილების ან ძველებურად ურთიერთობის საშუალება მიეცემა კვდება.
„ეს არ იქნება ნორმალური ცხოვრების დაბრუნება”,_ თქვა ფილიპემ და დასძინა, რომ სანამ საფრანგეთი შემოიღებს მეტ ტესტებს, კორონავირუსის მქონე ადამიანები უნდა დარჩნენ იზოლაციაში სახლებში ან სასტუმროებში.
„11 მაისიდან მეორე ფაზაში შევდივართ, როდესაც მივიღებთ ნაწილობრივ თავისუფლებას“,_ განაცხადა საფრანგეთის პრემიერმა.
მაუწყებლის ინფორმაციით, ცნობილია მხოლოდ ის, რომ გაიხსნება მაღაზიების ნაწილი, თუმცა, ადამიანებს ისევ მოუწევთ დისტანციის შენარჩუნება.
როგორც ფილიპემ განაცხადა, ქვეყანამ გასულ კვირას 81 მილიონი სახის ნიღაბის იმპორტი შეძლო.
ივნისისთვის კი სასუნთქი აპარატების რაოდენობა გაიზრდება.