ფოთში კორონავირუსის პირველი ფაქტი დაფიქსირდა. აღნიშნული ინფორმაცია “გურია ნიუსს” ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში დაუდასტურეს. არსებული ინფორაციით, ინფიცირებული, დაახლოებით, 70 წლის მამაკაცია, რომელიც ქობულეთის ერთ-ერთი კლინიკის ექიმია. ამასთან, როგორც ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენრში განმარტავენ, აღნიშნული შემთხვევა ე.წ. ქობულეთის კლასტერს უკავშირდება.