კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 1665-ს მიაღწია. ინფორმაციას ამის შესახებ ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომიტეტი ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 2009 ახალი შემთხვევაა გამოვლენილი, დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 68 500-მდე გაიზარდა. დღემდე ვირუსით ინფიცირებული 9419 ადამიანია გამოჯანმრთელებული.