გურიაში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 18 შემთხვევაა დადასტურებული. ინფიცირების ახალი შემთხვევა ოზურგეთში გამოვლინდა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების ხელმძღვანელი არჩილ მჟავია ამბობს, რომ რეგიონში ეპიდვითარება კონტროლს ექვემდებარება.
მისივე თქმით, ეპიდკვლევის 2 ლოკაციაა ამ დროისთვის გურიაში. ეპიდემილოგები მუშაობენ ბახვში და მალე ეპიდკვლევა ლაითურშიც დაიწყება.
„ლაითურის კერა არ არის შესწავლილი და მოგვიანებით გვეცოდინება“,_ ამბობს მჟავია.