კორონავირუსმა მუტაცია განიცადა.
Foxnews-ის ინფორმაციით, მეცნიერები ცდილობენ ამ მუტაციის გაანალიზებას და ამბობენ,რომ ამის შედეგად ვირუსი შეიძლება უფრო მეტად გადამდები გახდეს.
მაუწყებლის ინფორმაციით, მკვლევარებმა დაადგინეს, რომ კორონავირუსის დაახლოებით 50,000 გენომიდან, რომელიც ატვირთულია საყოველთაო მონაცემთა ბაზაში, დაახლოებით 70 პროცენტმა მუტაცია განიცადა.
მეცნიერები ამბობენ,რომ მუტაცია გავლენას ვირუსის ლეტალურობაზე ვერ მოახდენს და ის მხოლოდ უფრო მეტად გადამდები გახდება.