კოტ-დიუვარის ჯანდაცვის ოფიცრებმა 18 000 ტონა მიანმარის ბრინჯი საკვებად უვარგისად მიიჩნიეს და გაანადგურეს, _ აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, მიანმარის წარმოებულ ბრინჯს, რომელიც, ასევე, ბურმას სახელითაა ცნობილი, შეტანაზე უარი რამდენიმე აფრიკულ პორტშიც უთხრეს.
ბრინჯი ამ დროისთვის ნაგავსაყრელზეა გადატანილი.