ამ წუთებში კოტე შარაშენიძე და მისი მხარდამჭერები ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიასთან არიან მობილიზებული. როგორც შარაშენიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, იმ სოფლებში, სადაც ის დიდი უპირატესობით იგებს, აჭიანურებენ ხმების დათვლის პროცესს.
„ჩვენ მოვითხოვთ ხმების ობიექტურად დათვლას“, _ განაცხადა შარაშენიძემ და აღნიშნა, რომ ისინი საოლქოსთან დარჩებიან მანამ, სანამ ხმები ობიექტურად არ დაითვლება.