გურიის გუბერნატორის მოადგილე, ქეთი მოისწრაფეშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.
ის ავრცელებს ინფორმაციას, იმის შესახებ თუ, რა კეთდება კოვიდის პრევენციისთვის გურიაში.
“რა კეთდება კოვიდის პრევენცისითვის? –
1. კოვიდტესტის აღება გურიაში 10 ლოკაციაზეა შესაძლებელი.
2. რეგიონში ყოველდღიურად იტესტება 500-600 ადამიანი.
3.კოვიდდადებითი პირი, იზოლაციის პირობების არ ქონისას უზრუნველყოფილია სასტუმროთი, სადაც შესაძლებელია აგრეთვე სამედიცინო მომსახურების მიღება.
4. კოვიდდადებით პირს სამივე მუნიციპალიტეტში მართავს ონლაინ კლინიკის ექიმი.
5. ბინაზე მყოფ კოვიდდადებით პირს, სახელმწიფოს მიერ ონლაინ კლინიკის ექიმის დანიშნულებით, საჭიროებისამებრ უტარდებათ კტ და ლაბორატორიული კვლევები.
6. ბინაზე მყოფი პაციენტების სამედიცინო მომსახურებს მისაღებად დაწესებულებაში გადაყვანა და უკან დაბრუნება ხდება სახელმწიფოს მიერ.
7. 2 კვირაში ერთხელ, გეგმიურად ხდება ყველა ყველა მასწავლებლის ტესტირება კოვიდზე.
8. სახელმწიფოს მიერ უფასოდ იტესტება ბაზარში დასაქმებული პირები.
9.სახელმწიფოს მიერ იტესტება ყველა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლი.
10. სახელმწიფოა მიერ უსასყიდლოდ იტესტება ყველა კერძო ტაქსის მძღოლი.
11.ბიზნესის მოთხოვნით,(თქმა და შესრულება ერთი იყო, ასე იციან გურიაში:) ) იქ სადაც დასაქმებულია 30 ზე მეტი პირი, ხდება ბიზნესის სამუშაო ადგილას გატესტვა.
12. ორშაბათიდან კოვიდტესტირებაში , სატესტო რეჟიმში, ყველა მუნიციპალიტეტში 5_6 სოფლის ამბულატორია ჩაერთვება და სოფლის მაცხოვრებელს აღარ მოუწევს კოვიდტესტის ასაღებად სოფლის დატოვება.
13. რეგიონში ფუნქციონირებს 144 ცხელი ხაზი, სადაც შეგვილია 24 საათის განმავლობაში კითხვისა თუ პრობლემის დაფიქსირება.
დღევანდელი მდგომარეობით გურიაში აქტიური ინფიცირებული გვყავს 330 ადამიანი.
რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ, მოქალაქეებმა? უნდა ვატაროთ პირბადე, დავიცვათ დისტანცია, ნებისმიერი რესპირატორული სიმპტომის დაფიქსირებისას დავიცვათ იზოლაცია და გავიკეთოთ კოვიდტესტი. გავუფრთხილდეთ ერთმანეთის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას“- წერს ქეთი მოისწრაფეშვილი ფეისბუქზე.