საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ფაქტზე ქალაქ თბილისის მერიის ერთ-ერთი რაიონის გამგეობის სამხედრო განყოფილების უფროსი დააკავეს.
უწყების ინფორმაციით, ბრალდებულმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით და კანონის გვერდის ავლით, მოქალაქეს სამხედრო სავალდებულო სამსახურში გამოძახების გადავადებისთვის ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 700 ლარი.
„საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით”, _ აცხადებენ უწყებაში.