გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კუმისში მდებარე ერთ-ერთ სახლში ხანძრის შემდეგ მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინეს.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 188-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გაუფრთხილებლობით, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.
“რუსთავი2”-ის ინფორმაციით, გარდაცვლილი ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მანუჩარ ცეცხლაძე რამდენიმე დღის წინ მეგობრის სახლში იმყოფებოდა, სადაც ხანძარი გაჩნდა.
გარდაცვლილის ოჯახი ვარაუდობს, რომ მამაკაცი ჯერ მოკლეს, შემდეგ კი ცეცხლი კვალის დაფარვის მიზნით გააჩინეს.