ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით 3 ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.
უწყებაში გამართულ ბრიფინგზე თქვეს, რომ ბრალდებულებმა ბიზნესდავის გადაწყვეტის მიზნით მიმართეს კრიმინალურ ავტორიტეტს, მეტსახელად გლეხოვიჩს.
ბიზნესპარტნიორების დავის გადაწყვეტა კი კრიმინალურმა ავტორიტეტმა ტელეფონის საშუალებით გადაწყვიტა.
2018 წლის იანვრიდან დღემდე ქურდული სამყაროს 39 წევრია დაკავებული.