კურორტ გომისმთაზე მიწისძვრა მოხდა.
სეისმოლოგიური ცენტრის ინფორმაციით, 3.6 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგები დაფიქსირდა.
ინფორმაციისთვის, გურიაში მიწისძვრის ბიძგები დღეს უკვე მეორედ დაფიქსირდა.
ცოტა ხნის წინ, ბახმაროდან 2 კილომეტრში 4.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.