ქუთაისი 30-ე სკოლაში დირექტორმა და მანდატურის სამსახურმა პოლიცია გამოიძახა. პოლიციის გამოძახების მიზეზი 24-ე სკოლის მოსწავლის, 11 წლის ზ.შ.-ს მიერ, 30-ე სკოლის მოსწავლეებზე ფსიქოლოგიური ზეწოლა, მუქარა და ტელეფონის ნომრების მოთხოვნა გახდა. მოსწავლეების განცხადებით, ზ.შ. ხშირად დადის სკოლაში, ბავშვებს ემუქრება, თან ჯიბით დააქვს დანა. როგორც ბავშვები ამბობენ, არასრულწოლვანი იყო 30-ე სკოლის მოსწავლე და შემდეგ გადავიდა 24-ე სკოლაში
30-ე სკოლის დირექტორის მიხეილ გიორგაძის განცხადებით, სხვა სკოლის მოსწავლე ბავშვებზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდა და ემუქრებოდა, რის გამოც, საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, გამოიძახეს საპატრულო პოლიცია.
,,ეს ბავშვი მე-6 კლასის ბიჭებს იბარებდა და ეუბნებოდა მომეცით ესა და ეს ნომერი, თან ემუქრებოდა. კონკრეტული დეტალებს შემდგომ მოგაწვდით, როდესაც ყველა დეტალს დავაზუსტებ. აღნიშნული ფაქტის შეტყობისთანავე სკოლამ და მანდატურის სამსახურმა, პოლიცია იმ წუთასვე ჩავაყენეთ საქმის კურსში და ერთობილვად გამოვიძახეთ, რათა ჩვენი სკოლის მოსწავლე, სხვა სკოლის მოსწავლის ზეწოლისგან დაგვეცვა და რამე შემდგომი გართულება არ მოჰყოლოდა.
არასრულწლოვანი იყო ჩვენი სკოლის მოსწავლე, რომელიც გადავიდა სხვა სკოლაში. ის მოდიოდა სკოლაში და თავის ყოფილ ამხანაგებს ხვდებოდა, სწორედ მათ ემუქრებოდა, ასე გიზამთ ისე გიზამთო, თუ არ მეტყვით გოგოს ნომერსო“, _ განაცხადა სკოლის დირექტორმა
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ,,გურია ნიუსი“ დაუკავშირდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, სადაც განგვიცხადეს, რომ დირექტორის კომენტარს, ახალს ვერაფერს დაამტებდენ. მანდატურის სამსახურმა კი ამ თემაზე, საუბარი არ ისურვა.
ფაქტის გადამოწმების მიზნით ,,გურია ნიუსი“, ასევემ დაუკვშირდა საპატრულო პოლიციას, მათი თქმით, ფაქტის გადამოწმებისთანავე მოგვაწვდიან დეტალურ ინფორმაციას, რომელსაც მოგვიანებით შემოგთავაზებთ.