საბაჟო გამშვებ პუნქტში “ქუთაისის აეროპორტი” ნარკოტიკული (440 აბი და 11 კაფსულა) და ფსიქოტროპული (208 აბი) ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები გამოავლინეს.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მებაჟე ოფიცრებმა აღნიშნული მედიკამენტები ეჭვის საფუძველზე, საქართველოს, თურქეთისა და ბრიტანეთის მოქალაქეების თ.ჩ.-ს, ზ.ა.-სა და ს.ე.-ს კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად აღმოაჩინეს.
საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს წყალტუბოს რაიონულ სამმართველოს გადაეცა.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.