ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსი 102 წლის პაციენტმა დაამარცხა. კლინიკის ინფორმაციით, ასაკოვანი ქალი ხანდაზმულთა სახლში დაინფიცირდა. ის კლინიკაში ორი კვირის წინ შეიყვანეს. კლინიკის სამედიცინო დირექტორის, ნოდარ მაღლაფერიძის თქმით, პაციენტი თავს კარგად გრძნობს და კლინიკიდან ხვალ გაეწერება.
ამ დროისთვის ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში 78 კოვიდდადებითი პაციენტი მკურნალობს. კლინიკის სამედიცინო დირექტორის ნოდარ მაღლაფერიძის ინფორმაციით, პაციენტებს შორის 2 პაციენტი კრიტიკულად მძიმეა და მართვით სუნთქვის აპარატზე იმყოფება, 14 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი მძიმედ ფასდება და ისინი ინტენსიურ განყოფილებაში მკურნალობენ.