ქუთაისის მერობის კანდიდატმა გიორგი ჭიღვარიამ, არჩევნების მეორე ტურზე, საკუთარი არჩევანი უკვე გამოხატა. ის „ქართული ოცნებიდან“იყრის კენჭს და როგორც ამბობს, დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს ენმ-ს კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის უარს, “ნაციონალური მოძრაობის” ბოიკოტს.
_ ჩვენი პარტიისთვის „ნაციონალური მოძრაობა“ აღარ არსებობს, _ ამბობს ის და აღნიშნავს, რომ ქუთაისი მომავლის ქალაქად უნდა იქცეს და გახდეს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი თვითმმართველი ქალაქი.