ქუთაისში, რკინიგზის სადგურ „რიონის“ მიმდებარედ ყაჩაღებმა 73 წლის კაცი სასტიკად აწამეს.
უცნობი პირები მოხუცი კაცის სახლში შევიდნენ და მას ფული მოსთხოვეს. არსებული ინფორმაციოთ, მის საწამებლად თავდამსხმელებმა უთო გამოიყენეს.
დაზარალებული საავადმყოფოშია გადაყვანილი. ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდამცველები.