იმისთვის, რომ ადამიანის ტვინმა ნორმალურად იმუშაოს, მისთვის აუცილებელია სწორი კვება. კერძოდ, მისთვის საჭირო და აუცილებელია უზრუნველყოფა უჯერი ცხიმოვანი მჟავების საკმარისი რაოდენობით, რომელთა ძირითადი საკვები წყაროა მზესუმზირის, სელისა და ზეთისხილის, ანუ ზეითუნის ზეთი.
მინერალური ნივთიერებებიდან ტვინისთვის აუცილებელია: გოგირდი, ფოსფორი, სპილენძი, თუთია, კალციუმი, რკინა და მაგნიუმი. ფოსფორი და ფოსფორის ნაერთები ხელს უწყობს ტვინის უჯრედების წარმოქმნას. გოგირდი საჭიროა მათი ჟანგბადით გაჯერებისთვის. დანარჩენი ზემოთ ჩამოთვლილი მინერალები კი უზრუნველყოფენ ტვინის ნორმალურ ცხოველმყოფელობას.
ადამიანის ტვინისთვის, ასევე, აუცილებელია E და B ჯგუფის ვიტამინები. ვიტამინი E არეგულირებს ნათხემის მოქმედებას, ხელს უწყობს ჟანგბადის ეკონომიას.
ასევე, ტვინისთვის აუცილებელია ჟანგბადის დიდი რაოდენობა. კვების პროდუქტები ხელს უწყობს ჟანგბადით მის გაჯერებას. ასეთი პროდუქტებია, მაგალითად, კარტოფილი, თალგამი, ხახვი, პომიდორი, ოხრახუში, პიტნა, მდოგვი და ასე შემდეგ.
როგორც ადამიანის სხვა ნებისმიერი ორგანოსთვის, აქტიური მუშაობის შემდეგ, ტვინისთვისაც აუცილებელია დასვენება. უსაქმურობის დროს კი ტვინი ფორმატდება. ამ დროს ადამიანი ვერ აზროვნებს სწორად და შესაძლოა, უმნიშვნელო პრობლემების გადაჭრამაც კი დიდი უსიამოვნების წინაშე დაგაყენოთ. ასე რომ, ნუ გააზარმაცებთ ტვინს, რომ ის დიდხანს საღად და ნორმალურად გემსახუროთ.