scitechdaily– ის ინფორმაციით, ევროპის ნევროლოგიის მერვე აკადემიის კონგრესზე წარადგინეს კვლევა, რომლის მიხედვითაც ლაბორატორიულად კოვიდდადებით პირებს ნეიროდეგენერაციული დარღვევების განვითარების მაღალი რისკი აქვთ.
როგორც ცნობილია, კვლევა დანიაში ჩატარდა. მკვლევარებმა დაადგინეს, რომ მათ ვინც კოვიდ -19-ზე დადებითი პასუხი ჰქონდა, ალცჰეიმერის, პარკინსონის და იშემიური ინსულტის განვითარების გაცილებით მაღალი რისკის ქვეშ არიან.
სააგენტოს ინფორმაციით, კოვიდტესტირება 919 713 ადამიანს ჩაუტარდა, მათგან დადებითი პასუხი 43 375 ადამიანს ჰქონდა. მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ინფიცირებულ ადამიანებში, 3,5-ჯერ გაიზარდა ალცჰეიმერის დაავადების, 2,6-ჯერ პარკინსონის დაავადების, 2,7-ჯერ იშემიური ინსულტის და 4,8-ჯერ ინტრაცერებრალური სისხლჩაქცევების (სისხლდენა თავის ტვინში) დიაგნოზის რისკი.
დოქტორმა პარდის ზარიფკარმა, ნევროლოგიის დეპარტამენტის კვლევის წამყვანმა ავტორმა, განმარტა: „COVID-19 პანდემიის დაწყებიდან ორ წელზე მეტი ხნის შემდეგ, COVID-19-ის ზემოქმედების ზუსტი ბუნება, გამოწვეული ნევროლოგიური დარღვევები დარჩა დაუხასიათებელი. წინა კვლევებმა დაადგინა კავშირი ნევროლოგიურ სინდრომებთან, მაგრამ ამ დრომდე უცნობია მოქმედებს თუ არა COVID-19 კონკრეტული ნევროლოგიური დაავადებების სიხშირეზე და განსხვავდება თუ არა ის სხვა რესპირატორული ინფექციებისგან”.
გავრცელებული ინფორმაციით, COVID-19-ით ინფიცირებულ 80 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებს გრიპთან და ბაქტერიულ პნევმონიასთან შედარებით იშემიური ინსულტის რისკი 1.7-ჯერ ჰქონდათ მომატებული. სხვა ნეიროდეგენერაციული დაავადებების სიხშირე, როგორიცაა გაფანტული სკლეროზი, გილენ-ბარეს სინდრომი, მიასთენია გრავისი და ნარკოლეფსია, არ გაიზარდა.
დოქტორმა პარდის ზარიფკარმა დაამატა: „ჩვენ აღმოვაჩინეთ მხარდაჭერა ნეიროდეგენერაციული და ცერებროვასკულური დარღვევების დიაგნოზის გაზრდის რისკის COVID-19 დადებით პაციენტებში, ვიდრე COVID-უარყოფით პაციენტებში, რაც უნდა დაადასტუროს ან უარყოს დიდი რეესტრის კვლევებმა უახლოეს მომავალში”.
„ეს დასკვნები დაგვეხმარება, აიხსნას სხეულზე COVID-19-ის გრძელვადიანი ეფექტისა და როლის შესახებ, რომელსაც ინფექციები თამაშობენ ნეიროდეგენერაციულ დაავადებებში და ინსულტში“.